Home
Category
TV Live Menu

თბილისის თიზ-ის ხელმძღვანელობა კომპანიებს ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიყვანს

590b176371450
სალომე მეცხვარიშვილი
07.05.17 18:00
785
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობა კომპანიებს თიზ-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიყვანს. თავისუფალი ინდუსტრიულ ზონის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ 2,3 მილიონი ლარის სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც კომპანიებთან აქტიურ კომუნიკაციაზე გადავლენ.

"კომპანიები, რომლებსაც სურთ თიზ-ში შემოსვლა არისნ მოლოდინის რეჟიმში. მათი მხრიდან აბოსლუტურად მიზანშეუწონელი იყო აქამდე შესვლა, დაუჯდებოდათ 3-ჯერ უფრო ძვირი თვითონ რომ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ახლა მთლიან ტერიტორიას ჩვენ ვაკეთებთ და 14 ჰა ფართობზე, ანუ თიზ-ის მთლიან ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება",- აცხადებს გიორგი ტაბიძე.

შედეგად, კომპანია მოაწყობს სანიაღვრე სისტემას, წყალგაყვანილობას, ასფალტის საფარს, ნაწილობრივ ელექტროენერგიას და ა.შ.

შეგახსენებთ, თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წელს გაიხსნა. ამჟამად იქ Bitfurry-ს დატა ცენტრია განთავსებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day