Home
Category
TV Live Menu

თბილისის ყველა ავტობუსი Wifi-ით აპრილში აღიჭურვება

58b6e10fa2405
სალომე მეცხვარიშვილი
02.03.17 11:55
1569
თბილისის ყველა ავტობუსი Wifi-თ აპრილში აღიჭურვება. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭეიშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც თბილისში სრულად შემოვა გერმანული MAN-ის ბრენდის ავტობუსები, ტრანსპორტში უკაბელო ინტერნეტის დამონტაჟება დაიწყება.

ნუგზარ ჭეიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო სამსახური კონკურსს გამოაცხადებს, გამარჯვებული კომპანია ავტობუსებში Wifi-ს დაამონტაჟებს, თბილისის მერიას კი იჯარას გადაუხდის.

ჭეიშვილის განმარტებით, MAN-ის ავტობუსების შემოსვლა თბილისში მარტის ბოლოსთვის მოხდება, Wifi-ს მონტაჟს კი სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება.
თბილისში დღეის მონაცემებით 750 ავტობუსი მოძრაობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day