KPMG ე.წ „ამწეების ინდექსს“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველ კავრტალში თბილისში განხორციელებული მშენებლობებია გაანალიზებული.
გასულ წელს მთლიანი მშენებლობების 41% მულტიფუნქციურ კომპლექსებზე მოდიოდა; 33% საცხოვრებელ; 15% კი შეჩერებულ/დასრულებულ მშენებლობებზე.
მშენებლობების ყველაზე დიდი წილი საბურთალოზე მოდის, მას მოსდევს ვაკე და დიდუბე-ჩუღურეთი.
რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, - კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთ კვადრატულ კილომეტრზე ყველაზე მეტი ადამიანი მთაწმინდის რაიონში ცხოვრობს და ეს ციფრი 6,517-ს შეადგენს. საშუალოდ კი თბილისში კვადრატულ კილომეტრზე 3,910 ადამიანი მოდის. ჯამში 8 კვადრატულ კილომეტრზე 52,144 პირი ცხოვრობს.
მეორე ადგილს იკავებს დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 5,037 პირი ცხოვრობს.
4,581 პირი მოდის ერთ კვადრატულ კილომეტრზე გლდანში, - ჯამში კი 34 კვადრატულ კილომეტრზე 155,319 პირი ცხოვრობს.
4,564 პირი მოდის კვადრატულ კილომეტრზე ნაძალადევში, ვაკეში კი 4,103 - ჯამში ვაკეში მოსახლეობა 99,162 პირს შეადგენს.
3,400 პირი მოდის კვადრატულ კილომეტრზე ისანი-სამგორის რაიონში; 3,264 კი კრწანისში. საბურთალოზე კვადრატულ კილომეტრზე 2,857 პირი მოდის, - ჯამში კი 45 კვადრატულ კილომეტრზე 128,583 პირი ცხოვრობს.
მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ისანი-სამგორის რაიონში ფიქსირდება, - ეს ციფრი 271,980 პირს შეადგენს; შემდეგ მოდის გლდანი 155,319 მცხოვრებით და ნაძალადევის რაიონი 140,429 მცხოვრებით.