Home
Category
TV Live Menu

თბილისის "ზებრა" გადასასვლელი მსოფლიოს ყველაზე კრეატიულ გადასასვლელებს შორის მოხვდა

578dc52b98bad
BM.GE
19.07.16 09:58
1479
გამოცემა The Guardian მსოფლიოს ყველაზე კრეატიულ ქვეითთა გადასასვლელებს ასახელებს.

ერთ-ერთი მათგანი, თბილისში რობაქიძის ქუჩაზე მდებარე "ზებრა“ გადასასვლელა. გამოცემა წერს, რომ საქართველოში პირველი სამგანზომილებიანი გადასასვლელი პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში მოიხატა და მასში მონაწილეობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სტატიაში თბილისის გადასასვლელის გარდა, მსოფლიოს 14 ქალაქში მდებარე მოხატული გადასასვლელები მოხვდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day