Home
Category
TV Live Menu

"თბილისის ზღვაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწებიც განვითარების კონცეფციაში მოექცევა"

58b004f186b41
ელენე გოგბერაშვილი
24.02.17 14:01
1123
საკონსულტაციო კომპანიამ PwC თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური განვითარების გეგმა მოამზადა, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებით და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას გულისხმობს.

როგორც თბილისის მერმა "ბიზნესკონტარქტს" განუცხადა, თბილისის ზღვაზე არსებული ყველა ტერიტორია თბილისის ზღვის განვითარების კონცეფციის შესაბამისად განვითარდება.

"მიწების გარკვეული ნაწილი არის კერძო და ეს მიწებიც კვლევის შესაბამისად უნდა განვითარდეს. არის მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიები, რომლის პრივატიზების შემთხვევაში ეს ტერიტორიებიც ამ წესის მიხედვით განვითარებას დაექვემდებარება", - აცხადებს თბილისის მერი.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა გეოსივრცითი მოდელი, რომელმაც ზღვის ტერიტორიაზე განსაზღვრა ინიციატივების ადგილმდებარეობა. მოდელი ითვალისწინებს 300-ზე მეტ ცვლადს, მათ შორის სანაპიროს სიგრძეს, ინფრასტრუქტურაზე მიწვდომადობას, მოსახლეობის კონცენტრაციას, საგზაო ქსელებს, მგზავრობის საშუალო დროს ქალაქის ცალკეულ ადგილებამდე და ასევე რელიეფს.

თბილისის ზღვის განვითარების პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება, მისი დასრულება დაგეგმილია 2018 წელს.

Subscribe to our news

Get the main news of the day