Home
Category
TV Live Menu

თბილისის ზღვაზე, შესაძლოა, რკინიგზა მივიდეს

5a1ea4129d21d
სალომე მეცხვარიშვილი
30.11.17 14:15
1286
"ჯინო გრინ სითის" პროექტი თბილისის ზღვაზე რკინიგზის მიყვანას ითვალისწინებს. ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის კონცეფცია "ჯინო ველნეს გრუპს" აქვს, რომელიც თბილისის გარეუბანში უკვე ფლობს "ჯინო ფერედაისის" აკვა პარკს.

კომპანიის დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე საქმის კურსთან აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში "ჯინო გრინ სითის" პროექტს განსახილველად თბილისის მერიაში შეიტანენ.

"ჩვენს პროექტში დევს ასეთ რამ - აეროპორტამდე მისული სარკინგზო ხაზი შემოვიდეს ვარკეთილის გავლით თბილისის ზღვაზე და აქედან ჩავიდეს თემქასა და ნახალოვკაში.
რაც შეეხება პროცესს, ამჟამად დასრულებულია "ფიზიბილითი სტადი" Cushman&Wakefield-ის მიერ, დასრულებულია წინასწარი გრგ-ის დავალების მასალები. პრაქტიკულად მომზადებულია იმისთვის, რომ შევიდეთ თბილისის ახალ მთავრობასთან პროექტის განსახილველად“,- აცხადებს გიორგაძე.

მისივე ინფორმაციით, "გრინ სითი" არის მწვანე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ქალაქი, რომელიც 15 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი.

გარდა ამისა, "ჯინო ფერედაისის" მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა. ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ სასტუმრო 168 ნომრიანი იქნება და სავარაუდოდ 2019 წელს გაიხსნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day