თბილისის ზღვის კურორტის კონცეფციიის კვლევაზე მუშაობა დასრულდა. წინასწარი კონცეფცია უკვე შემუშავებულია. როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, კონცეფცია მოიცავს, როგორც სარეკრეაციო მიმართულების განვითარებას, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსების.
"საინვესტიციო შეთავაზება გარკვეულწილად გაზაფხულამდე გვექნება მზად და ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული საინვესტიციო პოტენციალი არსებობს. ასევე ეკო-ქალაქის განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს“, - აცხადებს ლექვინაძე. მისივე თქმით, კოცეფციის ნაწილი გასავითარებლად კერძო სექტორის ხელში გადავა, ნაწილი კი სახელმწიფოსი, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი კერძო მესაკუთრეების ხელშია.
რაც შეეხება დედაქალში ცენტრალური პარკის მოწყობას, ლექვინაძის განცხადებით, ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე პესპექტიულ ტერიტორიად ვერეს ხეობა სახელდება.