Home
Category
TV Live Menu

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა

BM.GE
14.02.22 23:30
358
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა. “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი უკვე ფუნქციონირებს და აეროპორტის სტუმრებს, მგზავრებსა და თანამშრომლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. 

სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს: პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მგზავრებისთვის, როგორც თვითმფრინავში, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე; მგზავრთა კონსულტირება თვითმფრინავზე დაშვების სამედიცინო უკუჩვენებებზე და სხვა.
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day