Home
Category
TV Live Menu

თბილისისა და სომხეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

583d383ae99cb
BM.GE
29.11.16 11:51
1096
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. დასრულებული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორ ობიექტად ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთებს.

დმანისის ტერიტორიის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთის საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს იმ ადგილებთან დაკავშირება.

მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის გამო, აუცულებელი გახდა არსებული გზის გაგანიერება. პროექტის ფარგლებში მოეწყო: ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზის სავალი ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 19 მილიონ 78.2 ათასი ლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day