თბილისობის დღესასწაულისთვის 3 მლნ დაიხარჯება - რატომ აცხადებს მერია გამარტივებულ შესყიდვას?
BM.GE
01.09.22 14:39
• 166
თბილისის მერია, კერძო სექტორთან ერთად დედაქალაქსა და დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟების პროექტს აანონსებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა მხრიდან ელექტრომობილების შეძენა წაახალისოს და ეს პროექტიც ამ მიზნით ხორციელდება. თბილისის მერს პროექტის ღირებულებაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დედაქალაქსა და ავტობანზე ელექტროდამტენების პროექტი 7 თვეში უნდა განხორციელდეს. სად განთავსდება ელექტეომობილების დამტენები და კიდევ რა საკითხები განიხლეს დღეს თბილსიის მთავრობის სხდომაზე?