Home
Category
TV Live Menu

თბილისში 300–მდე შუქამრეკლი ქვეითთა გადასასვლელი დაიხაზება

59a13d28b1ccb
BM.GE
26.08.17 13:18
825
წლის ბოლომდე თბილისში 250–დან 300–მდე შუქამრეკლი ქვეითთა გადასასვლელი დაიხაზება. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შუშის ბურთულაკებიანი "ზებრები" ღამის საათებში ხელოვნურ განათებაზე ბზინავს, რითაც მეტად ხილვადია და ქვეითთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მარჯანიშვილის ქუჩაზე ორფეროვანი ქვეითთა გადასასვლელი გაკეთდა.

"ტენდერში ახლადგამარჯვებული "ელიტ ტექნოლოჯი" დედაქალაქში თეთრ და თეთრ–წითელ ფერებში შესრულებულ ქვეითთა გადასასვლელებსა და საგზაო მონიშვნებს 3–წლიანი გარანტიით გააკეთებს. მას საქართველოში მოწვეული ჰყავს წარმომადგენლები პარტნიორი ბელორუსული კომპანია "სტიმიდან", რომელსაც გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში საქმიანობის 20–წლიანი გამოცდილება გააჩნია",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day