Home
Category
TV Live Menu

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება

58a1ce92a81d6
BM.GE
13.02.17 19:18
1183
14 თებერვალს, 13.00 საათზე, თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება.

დოკუმენტს ხელს მოაწერენ დავით ტვილდიანი, კომპანია AHT ManCo Ltd-ს დამფუძნებელი და ჯეიმზ სანტრი, "ინოვა ჯანდაცვის სისტემის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ განთავსდება. პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი", "კონტი ჯგუფი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day