Home
Category
TV Live Menu

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა

56ff6f5352f41
დავით ჯალაღონია
02.04.16 11:04
987
თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა.
 
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა და გამარჯვებული მაისამდე გამოვლინდება, ახალი ავტობუსები კი თბილისში სექტემბერში გამოჩნდება. დაინტერესებულ კომპანიებს შორის ევროპულთან ერთად ერთ-ერთი უკრაინული კომპანიაა.

"15 აპრილამდე გვეცოდინება ის კომპანია, რომელიც თავისი ტექნიკური და ფინანსური შემოთავაზებით არის შესაბამისი იმ მოთხოვნებთან, რაც ჩვენ გვქონდა. ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც EBRD-ის მიერ მოწვეული ექსპერტები აკეთებენ", - განაცხადა ლექვინაძემ.

სატენდერო პირობების თანახმად, ახალი ავტობუსები 12-მეტრიანი იქნება და ბუნებრივ აირზე იმუშავებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day