2016 წლის 27-29 ოქტომბერს სასატუმრო მუზეუმში ტარდება ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი. სიმპოზიუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ბიზნესსამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა, გარანტიები და მათი მნიშვნელობა, კორპორაციული საფარველი, საგადასახდო დავალიანები გადაკისრება, პერსონალური მონაცემებისა და შრომის სამართლის საკითხები.
აღნიშნული მასშტაბისა და ფორმატის ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი პირველად ტარდება საქართველოში, ვინაიდან: 1) სიმპოზიუმზი სამდღიანია, მოწვეულია და ველით ასზე მეტ სტუმარს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, ზოგადად იურიული პროფესიის წარმომადგენლებს; 2) ბიზნეს სამართლის ყველაზე აქტუალური საკითხები პირველად გააზრებული იქნება ადმიანის უფლებების კუთხით, რაც დღეს, თავის მხრივ, გამოწვევაა ქართულ სამართალში. მომხსენებლები გახლავთ ბიზნეს სამართალში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და ადვოკატები. ასევე, ექსპერტი გერმანიიდან, ბერლინიდან, კერძოდ, ადვოკატი, დოქტორი კორნელიუს ქლაინენი. ღონისძიების ორგანიზატორია "საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის" გერმანული ფონდი (IRZ), საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (გლიპ), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი. საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის ადვოკატი ქეთევან ბუაძე, აღმასრულებელი დირექტორი