Home
Category
TV Live Menu

თბილისში ცნობილი პიროვნებების მემორიალური დაფის ან ძეგლის განთავსებაზე ზღვარი წესდება

57a0b7bda464d
BM.GE
02.08.16 19:08
1177
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.

კერძოდ, მემორიალური დაფის ან ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით წესდება გარკვეული ზღვარი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მემორიალური დაფის განთავსება, ხოლო გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე განიხილება საკითხი ძეგლის დადგმის შესახებ.

ასევე სხდომაზე დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული "სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი და ცვლილება შევიდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის სახვადასხვა რაიონებში მდებარე სამეურნეო და საწარმოო ობიექტების, მრავალფუნქციური კომპლექსების, მრავალბინიანი და ინდივიდუალური, ასევე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და რამდენიმე ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი და გაცვლითი ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოდგენილ საკითხებს დაუჭირეს მხარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day