Home
Category
TV Live Menu

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3 მ2 გამწვანება მოდის - საერთაშორისო სტანდარტი 20 მ2-ია

58fefdedd1ba8
BM.GE
25.04.17 11:39
872
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ.მ. გამწვანება მოდის, რაც დაბალი მაჩვენებელია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს მაჩვენებელი თბილისის ურბანიზებულ ტერიტორიაზე დღეს ფიქსირდება, მაშინ, როდესაც 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა.

გენერალურ გეგმაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სტანდარტი ერთ სულ მოსახლეზე გამწვანება 20 კვადრატული მეტრია.

„თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა 2030 წლისთვის იქნება ისეთი გეგმარებითი საქმიანობა, რომელიც წარიმართება მწვანე სივრცეებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ ამოცანის საპასუხოდ, მიმდინარე ეტაპზე, ჩვენ რეალისტურად გვესახება 1 მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ.მ ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება გენერალური გეგმის შესასრულებელ ნიშნულად”,- აღნიშნულია გენერალურ გეგმაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day