თბილისში ერთი სკოლის ეზოს რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება
თბილისის ცენტრში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე 162-ე სკოლის ეზოს და გარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ნახავარ მილიონამდე ლარია გამოყოფილი. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, 162-ე სკოლის ეზოში ახალი ღობით შემოისაზღვრება, დაიგება ფილების ბილიკები, დაირგვება მწვანე ნარგავები, აშენდება ორი სპორტული მოედანი და მოეწყობა სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების წარმოებისთვის 3 თვე ექნება. სკოლა განახლებულ ეზოში მოსწავლეებს, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.