Home
Category
TV Live Menu

თბილისში ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობაში 10 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

579b0b9c5572b
BM.GE
29.07.16 11:52
1298
სს „ბიომედიკალს გეო“ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ საწარმოს შექმნის. საწარმოში50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სს „ბიომედიკალს გეოს“ საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ, მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.

Subscribe to our news

Get the main news of the day