საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ფერმერთა სათათბირო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართება. მასში 150 მოქმედი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. სათათბიროს დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფერმერთა ინეტერსების უკეთ დაცვა და საკანონმდებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობა.
ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე ხუან ეჩანოვე, პროდრომოს კალაიტზისი - COPA-COGECA-ს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში; კრისტინა კასელა - ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში, საქართველოს მთავრობის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები მათ შორის: Enpard, Care international, Oxfam, Mercy Corps, UNDP.
ღონისძიება 01 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.