Home
Category
TV Live Menu

"თბილისში გარევაჭრობის საკითხის სწრაფ გადაწყვეტას, სოციალური ფაქტორი უშლის ხელს"

57a6e5916ae4c
BM.GE
07.08.16 11:36
1292
"თბილისელებისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა გარევაჭრობაა", - თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, უწყებას ბაზრობების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა ჰქონდა, თუმცა პრობლემის გადაჭრას ხელს დაურეგისრტრირებული სავაჭრო ობიექტები უშლის, რომლებიც ეკონომიკური რეგულირების სფეროდან სრულად გასულია.
 
"ამ საკითხზე დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ მუშაობა. თბილისის ცენტრალურ უბნებში, სადაც ტურისტული ნაკადი დიდია გარევაჭრობა ნაკლებად ხდება. პარკებში დღეს გარევაჭრობა არ ხდება. ერთადერთი გამონაკლისი, რაც შეიძლება იყოს ეს არის სუვენირების ფორმატის პროდუქციით ვაჭრობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარე მოვაჭრეები ერთმანეთს უქმნიან პრობლემას განთავსებასთან დაკავშირებით. ცენტრალურ ნაწილებში ეს თემა მეტნაკლებად დახურულია და ჩვენი სამსხურები აქტიურად აკონტროლებენ ყოველდღიურად. სხვა უბნებშიც ეტაპობრივად გვინდა, რომ ამ საკითხს მივხედოთ, რადგან საკითხი სოციალური და ძალიან სენსიტიურია. აბსოლუტურად ყველა ოჯახის მესმის, მაგრამ ის წუხილებიც მნიშვნელოვანია, რომელსაც თბილისელები გამოთქვამენ“, - ამბობს ლექვინაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებით პრობლემატურია, როდესაც მალფუჭებადი პროდუქცია იყიდება ქუჩებში.

"ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან საკითხი მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება. არის ასევე შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ტერიტორიებზე შედიან სხვადასხვა მოძრავი საშუალებები და იქედან ხდება ვაჭრობის განხორციელება. რეალურად ასეთი ტერიტორიები პარკინგისთვის არის და არა მსგავსი ვაჭრობისთვის და აქაც ხდება ჯარიმების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, სწრაფ და ხისტ გადაწყვეტილებას სოციალური ფაქტორი უშლის ხელს.

Subscribe to our news

Get the main news of the day