Home
Category
TV Live Menu

თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, სამი ავტომატური სადგური განთავსდება

576902c7e597e
BM.GE
21.06.16 13:00
1443
გარემოს ეროვნულ სააგენტოს იაპონიის მთავრობის დახმარებით "იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის მოწოდების მიზნით“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ავტომატური სადგური გადაეცემა.
 
სადგურები თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით ვარკეთილში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე განთავსდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში იაპონელი ექსპერტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სადგურების განთავსების ადგილებზე მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

ავტომატური სადგურები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელთა მეშვეობით ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.გარემოს ეროვნული სააგენტო სადგურებიდან მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში მიიღებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day