Home
Category
TV Live Menu

თბილისში ინდური კომპანიის მიერ მედიკამენტების ქარხნის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია

58b049087368a
ანი ჯოხაძე
25.02.17 10:00
986
თბილისში ინდური კომპანიის მიერ ე.წ ჯენერიკების ქარხნის მშენებლობის პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ამის შესახებ „ქალების ნარატივს“ კომპანიის ქართული წამომადგენლობის სს "ბიომედიკალს გეო"-ს ხელმძღვანელმა ლალი ღოღობერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კომპანიის მენეჯმენტის შეცვლა, შესაბამისად ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ღოღობერიძე კომენტარისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით "ჰუმანითი ჯორჯიას" კონკურენტი ინდური კომპანია თბილისში ჯენერიკების ქარხნის აშენებას გეგმავდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day