Home
Category
TV Live Menu

თბილისში "მაკდონალდსის" ლოგისტიკური ცენტრი იხსნება

58d8c0a08d11c
BM.GE
27.03.17 11:30
949
"მაკდონალდს საქართველო" თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრს ხსნის, რომელიც "მაკდონალდსის" რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ხვალ 12:00 საათზე გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მაკდონალდსის ლოგისტიკის ევროპის დივიზიონის დირექტორი ფილიპ მიდი, თემურ ჭყონია და გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

„მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიის რეგიონზე; მისი დაგეგმარების პროცესში ჩართული იყო ევროპის მაკდონალდსი და მისი ოფიციალური პარტნიორი, გერმანული ლოგისტიკური კომპანია „ჰავი“.

„ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს“,- აცხადებენ კომპანიაში.

პროექტ "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე.

• ცენტრის სრული ფართობი შეადგენს 3300 კვ. მეტრს.
• განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 2.3 მილიონ ევროს.
• ცენტრში დასაქმებულია 30 ადამიანი.
• ცენტრში შესაძლებელია დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავება.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, მსოფლიოს 119 ქვეყანაში „მაკდონალდსის“ 36 000-ზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში. 2016 წლის კვლევის შედეგებით, მაკდონალდს საქართველო ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day