Home
Category
TV Live Menu

თბილისში მეორადი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია გაიხსნა

581757bf8e10e
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.16 21:00
2958
თბილისში მეორადი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია Episode.ge გაიხსნა. ონლაინ მაღაზია თბილისის მასშტაბით ოქტომბრის დასაწყისიდან ამოქმედდა. ის ძირითადად ახალგაზრდებზეა გათვლილი.

როგორც ვებ-გვერდის ერთ-ერთ დამფუძნებელი ლევან ოქრიაშვილი აცხადებს, სასურველი ტანსაცმლის შეძენის შემთხვევაში მომმარებელს შეძენილ ნივთს თბილისის მასშტაბით უფასოდ მიუტანენ.

"იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ თვითონ, ონლაინ მაღაზიის დამფუძნებლები, ვართ მეორადი ტანსაცმლის მომხმარებლები. ყოველთვის, როდესაც გვინდოდა ტანსაცმლის შეძენა, გვიწევდა დღეების გატარება კონკრეტულ მაღაზიებში სასურველი ტანსაცმლის ამოსარჩევად. ამიტომ ჩვენ მომხმარებელს ვუმარტივებთ საქმეს და ონლაინ მაღაზიაში დახვდებათ უკვე ამორჩეული ტანსაცმელი, რომელიც ძირითადად მორგებულია 27-წლამდე ახალგაზრდებისთვის",- აცხადებს ლევან ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად მცირე დროისა ონლაინ მაღაზიას უკვე ჰყავს თავისი მომხმარებელი. გარდა უცხოეთიდან შემოსული ტანსაცმლისა, ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებელობა ეძლევა საკუთარი ტანსაცმელი განათავსოს ონლაინ მაღაზიაში და შემოსავალი მიიღოს.

მაღაზიას გაფართოების გეგმებიც აქვს. თბილისის შემდეგ Episode.ge რეგიონებში გასვლას აპირებს, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნის სომხეთის ათვისებაც უნდათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day