დედაქალაქში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების სისტემების მოსაწყობას 10-მდე ლოკაციეაზე საბოლოო კვლევა თვის ბოლომდე მზად იქნება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ლოკაციები მოიცავს, როგორც თბილისის ცენტრს ასევე მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც წინასწარი შეფასებით და ანალიზით ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მსგავსი ტიპის პარკინგების მოწყობაზე.
"ინტერესი ბევრმა კომპანიამ გამოთქვა და მათი მხრიდან მზაობა არის, ტენდერის გამოცხადების შემდეგ ვფიქრობ, რომ მაღალი კონკურენცია იქნება სხვადასხვა ტიპის ლოტებზე. შესაძლოა ერთი ობიექტი ორივე ნაწილს - მიწისზედასაც და მიწისქვეშასაც მოიცავდეს. ყველაფერი ხარჯთაღრიცხვაზეა დამოკიდებული, არის ლოკაცია, რომელიც უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვს“, - განაცხადა ლექვინაძემ.