Home
Category
TV Live Menu

თბილისში მოქალაქეების მხრიდან ნაგვის დაყრას დასუფთავების ინსპექტორები გააკონტროლებენ

580e08ca17add
BM.GE
24.10.16 17:12
1258
მომავალი წლის დასაწყისიდან თბილისში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. ინსპექტორები თავდაპირველად თბილისის ცენტრალურ უბნებში იმუშავებენ და ნაგვის ძირს დაგდების შემთხვევაში მოქალაქეებს პირველ ჯერზე სიტყვიერად გააფრთხილებენ, შემდგომ კი დააჯარიმებენ. როგორც თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილემ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" განაცხადა, პროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და აღნიშნული პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებშიც გამოიყენება.

დავით დოლიძის განცხადებით, ინსპექტორები სპეციალურ ფორმაში იქნებიან გამოწყობილი და თავდაპირველად ქალაქში 20 მათგანი გამოჩნდება.

"ეს არ იქნება დამსჯელი რაზმი, - იქნება მოწოდება, რომ ადამიანებმა ისწავლონ, 10 ნაბიჯი გადადგან და იქ ჩააგდონ ნაგავი. ცენტრალურ ქუჩებზე საკამოდ ბევრგან არის ურნა", - ამბობს დოლიძე. მისივე თქმით, მომავალი წლიდან თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერების დამონტაჟებაც იგეგმება.

"სხვა ურნებთან შედარებით ეს კონტეინერები ბევრად დიდია და დასუფთავების მანქანას ხშირად არ მოუწევს ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე მისვლა, რაც საცობებისგან ქალაქის განტვირთვასაც შეუწყობს ხელს", - ამბობს დოლიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day