Home
Category
TV Live Menu

თბილისში პირველი ელექტრომობილი ტაქსები გაზაფხულზე გამოჩნდება - "ჯინო ფერედაისი" ახალ ბიზნესში შედის

5864b818d9c17
სალომე მეცხვარიშვილი
29.12.16 12:16
2202
"ჯინო ფერედაისი" ტაქსების ბიზნესში შედის. კომპანია აპირებს, თბილისში პირველი ელექტრომობილი ტაქსები შემოიყვანოს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რამაზ ბოლქვაძემ განუცხადა, ელექტრო ძრავზე მომუშავე ტაქსები დედაქალაქში გაზაფხულზე გამოჩნდება.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისში 10 ტაქსს შემოიყვანენ, წლის განმავლობაში კი იგეგმება რაოდენობის 50-მდე გაზრდა.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, კომპანიამ თბილისის მერიას უკვე მიმართა, დედაქალაქის მასშტაბით 10-11 ადგილი გამოყოს ელექტრომობილი ტაქსების პარკირებისთვის, სადაც თითო პარკინგზე 4-5 მანქანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ტაქსების შემოსაყვანად კომპანიის წარმომადგენლები ხელშეკრულებას იანვარში დადებენ. რამაზ ბოლქვაძე ავტომობილის მოდელს ჯერჯერობით არ ასახელებს და აცხადებს, რომ კომპანიას 3 ალტერნატივა აქვს.

რა ოდენობის ინვესტიციას ჩადებს კომპანია ტაქსის ახალ კომპანიაში, "ჯინო ფერედაისში" ჯერჯერობით არ ასახელებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day