Home
Category
TV Live Menu

თბილისში პროდუქციის შემნახველი მეურნეობა გაფართოვდა

5a07f19edce05
BM.GE
12.11.17 15:00
931
თბილისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა, - შპს „საქინვესტი“, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში გაფართოვდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულა.

შპს „საქინვესტის“ პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში ერთდროულად 2 700 ტონა პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. კომპანიაში 43 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული საწარმო 2017 წელს გაფართოვდა.

კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ „აწარმოე საქართველოს კომპონენტით“ ისარგებლა. საწარმოში ჯამურად 1 718 494 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1 700 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day