Home
Category
TV Live Menu

თბილისში ქალთა გლობალური ბიზნეს ფორუმი იმართება

59bbb7d1847a6
BM.GE
15.09.17 15:15
735
„21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში’ - ეს არის გლობალური ბიზნეს ფორუმის მთავარი თემა, რომელსაც საქართველო 15-16 სექტემბერს მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია მსოფლიო ბიზნესში ქალების გაძლიერება, წახალისება და კონტაქტების გაღრმავება. ფორუმის ფარგლებში სექტემბერში 200-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო დელეგაციას ელიან. მათ შორის იქნებიან როგორც მთავრობის წარმოამდგენლები, ასევე მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს კომპანიების მფლობელები, აღმასრულებელი დირექტორები, ინვესტორები და უცხოელი მეწარმეები. ღონისძიებაზე 11 გამომსვლელიდან უმრავლესობა ქალია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, დიდი ბიზნეს გამოცდილებით.

გლობალური ბიზნეს ფორუმი საქმიან ქალთა გაერთიანების (UBL) მიერაა ორგანიზებული. UBL-ის გუნდი მუშაობის 10 წელს ითვლის და წარმატებული ქალებისგან შედგება. გაერთიანება წარმატებით თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day