თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ნოემბრის შუა რიცხვებში, კერძოდ, 14-15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას პრემიერის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ფორუმი შედგება ნოემბრის შუა რიცხვებში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 20 კაციანი ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებით.
„თემატიკას რაც შეეხება განხილული იქნება ვაჭრობა,ბიზნესი,ბიზნეს ინიციატივები და წინადადებები“ აცხადებს აბაშიძე.ასევე ის ხაზგასმით აღნიშავს რომ ამ ინიციატივაში არ მონაწილეობს მთავრობა,ეს არ არის სახელისუფლებო ღონისძიება. მისი თქმით ეს არის წმინდა კერძო ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.