Home
Category
TV Live Menu

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი აშენდება

57dce5c53d559
BM.GE
17.09.16 10:40
1093
სლოვაკური კომპანია Autokomodex Trnava spol.sro თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სლოვაკური კომპანიის ხელმძღვანელებმა - დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება.

„იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებიდან გამომდინარე, რომლებსაც საქართველო 2017 წელს მასპინძლობს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოაწყოს.

ახალი სტადიონებისათვის ადგილები უკვე შერჩეულია. ასევე აღსანიშნავია, რომ სლოვაკურ კომპანიას სურვილი აქვს, ამ პროქტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა უკვე კერძო კლუბებთან და თვითმმართველობებთან სხვადასხვა რეგიონებში“,- აცხადებს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day