Home
Category
TV Live Menu

თბილისში საახალწლო ფოიერვერკებისთვის 80 000 ლარი დაიხარჯება

5a26b0d5c5176
სალომე მეცხვარიშვილი
06.12.17 10:00
1495
თბილისში საახალწლო ფოიერვერკებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიას აქვს გამოცხადებული.

აღნიშნულ შესყიდვაზე წინადადებების მიღება 11 დეკემბერს იწყება და 13 დეკემბერს სრულდება.

"პრეტენდენტს 2015 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 120 000 ლარის სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების მიწოდების გამოცდილება",- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

საახალწლოდ ფოიერვერკების შესყიდვა სუსრ ქალაქ ქუთაისის მერიასაც. ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 5 დეკემბერს დაიწყო და 7 დეკემბერს დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day