თბილისში, დიღომში საბავშვო ბაღი wonderland preschool გაიხსნა. ბაღი ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩებს შორის კომპანია “ტრიდეს“ ტერიტორიაზე მდებარეობს და ის 150 ბავშვზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღში სპეციალური ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამა მოქმედებს, რომელიც ბავშვების ინდივიდუალური და ასაკობრივი შესაძლებლობების მიხედვითაა შედგენილი.
საბავშვო ბაღი ბალეტისა და ძიუდოს გაკვეთილებს, აგრეთვე ხატვისა და ინგლისურის შემსწავლელ ცენტრს და საცურაო აუზს სთავზობს, ასევე არის პროგრამები 12-24 თვის ბავშვებისათვისაც.