Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 17%-ით გაიზარდა

BM.GE
06.03.23 11:19
109
2022 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 43,215 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 30%-ით, 2.27 მილიარდ აშშ დოლარამდე - ამის შესახებ „ქოლიერს ჯორჯიას“ წლის შეჯამებაშია საუბარი, რომლის მიხედვითაც ახალ პროექტებში ტრანზაქციების 18%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული. შედარებისთვის ძველ პროექტებში ტრანზაქციების რიცხვი წინა წელთან შედარებით 15%-იან ზრდას აჩვენებდა. 

სტუმრები: ბექა ფაშალიშვილი -“ვილა რეზიდენსი” გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი;
უჩა ქართველიშვილი - კომპანია “სიმეტრია” დირექტორი;
თინათინ ჯაფარიძე- “ნამაი ვაკე” - გაყიდვების მენეჯერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day