Home
Category
TV Live Menu

თბილისში საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია იწყება

5a979fafa0e33
მეგი კავთუაშვილი
01.03.18 10:35
810
თბილისის მერია დედაქალაქში არსებული საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციას იწყებს. პირველი ტენდერი ხიდების ხარისხის გაუმჯობესებაზე უკვე გამოცხადდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რკინის კონსტრუქცია კარბოლუქსის მასალით გადაიხურება. გამოიცვლება ლითონის ბადეები, განახლდება საფეხურები და სპეციალურ დამცავ ბადეში მოექცევა სანათები. სამუშაოებისთვის 300 000-მდე ლარი გამოიყო. კონკრეტულად, რომელ უბნებში განახლდება საფეხმავლო ხიდები, ჯერ არ კონკრეტდება.

ქვეითთა უფლბების დაცვაზე თბილისის მერმა გუშინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ფეხით მოსიარულეებისთვის 100 ადგილას თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა დააანონსა.

Subscribe to our news

Get the main news of the day