Home
Category
TV Live Menu

თბილისში, საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნება

58d242ae61a9f
BM.GE
22.03.17 13:23
1049
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძირითადი ვალდებულებების შესახებაც ისაუბრა და მათი შესრულების ნაწილში ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ განვითარების სააგენტო მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელშემწყობ პროექტებს განახორციელებს.

თბილისში, საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) წარმომადგენლობის ოფისი დღეს, 22 მარტს გაიხსნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day