Home
Category
TV Live Menu

თბილისში საკონტროლო კამერებით აღჭურვილი მეტრო ივნისიდან გამოჩნდება

5743138b7f9ac
ელენე გოგბერაშვილი
23.05.16 18:28
1312
თბილისის მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზება უკვე დაასრულა. განახლებული მეტროპოლიტენი კი მგზავრებს ივნისიდან მოემსახურება. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ვაგონები მემანქანისთვის ბაქანის საკონტროლო კამერებით, ხოლო მგზავრებისთვის ოთხივე ვაგონში ორი შიდა დაკვირვების კამერა დამონტაჟდა. მოდერნიზებული ვაგონები აღიჭურვა ასევე მინიტორებით, სადაც სარეკლამო ხასიათის ვიდეო რგოლები გავა. როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, 2016 წელს დაგეგმილია12 ვაგონის რემონტი , საიდანაც 4 ძველ ვაგონს უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი სრული მოდერნიზაციით, ხოლო გასული წლების განმავლობაში მოდერნიზებული 8 ვაგონი გათვალისწინებული ვადის ბოლომდე გარემონტდება.

ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს. მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი შუქდიოდური სანათებით, ხოლო მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით.
 
სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზებას მომავალშიც გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day