Home
Category
TV Live Menu

თბილისში სამ ადამიანზე საშუალოდ 1 ავტომობილი მოდის

575aa81ce7a7a
BM.GE
10.06.16 15:39
1103
თბილისში სამ ადამიანზე საშუალოდ 1 ავტომობილი მოდის, დანარჩენ რეგიონებში კი საშუალოდ ერთ ავტომობილზე 4-5 ადამიანი, ასევე თბილისზე მოდის მთლიანი ავტოპარკის თითქმის 38 პროცენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტის მოცულობა 8%–ით შემცირდა, ხოლო ექსპორტ–რეექსპორტი თითქმის განახევრდა (–59%).
 
იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპორტი იაპონიიდან სტაბილურად იზრდებოდა და 2015 წელს მთელი იმპორტის 47% შეადგინა.

2015 წელს საქართველოდან ექსპორტ–რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (63%) და აზერბაიჯანში (20%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გასული ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 79%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გასული ავტომანქანების რაოდენობა - 49%–ით.

ასევე მზარდია მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტი, რომელმაც 2015 წელს მთელი იმპორტის 39,7% შეადგინა. რაც შეეხება რეექსპორტს, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტი 37%–ით შემცირდა და საერთო რეექსპორტის 8% შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day