Home
Category
TV Live Menu

თბილისში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდება

5a5f37af1abd8
BM.GE
17.01.18 15:44
819
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „ევრო დიზაინი“ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.

საწარმოს ასაშენებლად კომპანიას 6 206 კვ.მ. უძრავი ქონება გადაეცა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა 2 010 744 ლარი იქნება და ადგილზე 43 ადამიანი დასაქმდება. 

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ქონების გადაცემის, ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის და სასტუმროს კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 324 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 788 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 043-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day