Home
Category
TV Live Menu

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი იხსნება

57551d2d6f1fb
BM.GE
06.06.16 10:48
1054
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი იხსნება. ფორუმის ორგანიზატორი Forbes Georgia და Forbes Kazakhstan არის. ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"ეს არის Forbes-ის დამფუძნებელთა იდეის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ Forbes-მა დასაბამი მისცეს ტრადიციულ ბიზნესფორუმებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ბიზნესმენებს მიეცემათ უნიკალური შანსი, რომ Forbes-ის რეიტინგების ბიზნესმენებსთან ჰქონდეთ საქმე. დღეს რამდენიმე ათეული მილიარდერია შეკრებილი და ეს აძლევს უნიკალურ საშუალებას ქართველ ბიზნესმენებს, რომ საკუთარი პროექტები გააცნონ მათ. Forbes არ იქნება საქართველოში მხოლოდ საგამომცემლო სახლი, ის ძალიან ბევრ ამდაგვარ ღონისძიებებს მისცემს დასაბამს", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ ფორუმის დაწყებამდე.

40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი იქნება Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე, Kusto Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, Altyn Kyran Group-ის დირექტორი, Raimbek Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, RG Brands-ის თავმჯდომარე და სხვა მსხვილი ყაზახი ბიზნესმენები.

Subscribe to our news

Get the main news of the day