Home
Category
TV Live Menu

თბილისში სათამაშო ბიზნესს ახალი მოსაკრებელი დაუდგინდა

58789a5238eae
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.17 13:13
1044
თბილისის საკრებულომ სათამაშო ბიზნესის ახალი მოსაკრებელი დაადგინა, რომელიც დედქალაქში პირველი იანვრიდან მოქმედებს.

საკრებულოს დადგენილებით, თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგნაირია:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 40 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში;

ე) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 4 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – 14 000 ლარი კვარტალში

Subscribe to our news

Get the main news of the day