ქვეყნის მასშტაბით ეს „მაკდონალდსის“ რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.
კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია იმით, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.