თბილისში ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართება
BM.GE
03.11.22 10:41
• 179
5 ნოემბერს სასტუმრო „პულმანში“ ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმია დაგეგმილი, რომლის მიზანიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და უძრავი ქონების ბაზრის შეფასებაა. ფორუმის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც კომპანია პრო ვიჟენია, საქართველოს 10 მდე საინვესტიციო კომპანია და 40 მდე ვლოგერი უნდა ეწვიოს, რომლებიც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები რომლების ფარგლებშიც ქვეყანაში გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო ბაზა თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიეწოდებათ სტუმრებს ინფორმაცია. ფორუმს დაესწრებიან ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალი ბიზნესკონტაქტების, B2B შეხვედრების და ბიზნესის განვითარებისათვის ახალ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების საშუალება ექნებათ.