10 დღის განმავლობაში თბილისში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
"გუშინ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს შემდეგი 10 დღის განმავლობაში ქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმის გამოცხადებას. ამ 10 დღის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად მერია იმსჯელებს და გადახედავს გამწვანებასთან დაკავშირებულ წესებს დედაქალაქში“, - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, საკითხი გადასახედია და ურბანიზაციის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება, რათა არ შეჩერდეს ახალი პროექტები და შენარჩუნდეს მწვანე საფარი.