Home
Category
TV Live Menu

თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის Hippie მაღაზია გაიხსნა

58a96e842b59e
ანი ჯოხაძე
19.02.17 15:00
2156
თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის Hippie მაღაზია გაიხსნა. ამის შესახებ „ქალების ნარატივს“ იდეის ავტორმა ლალი თვალიაშვილმა განუცხადა. თავისუფლება, მშვიდობა და პოზიტივი - სწორედ ეს ცნებები გახდა ახალგაზრდა სტუდენტის იდეის საფუძველი, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა . სტუდენტმა თავისი მინიმალური სახსრებით და ყველასგან განსხვავებული იდეებით შექმნა ახალგაზრდებზე მორგებული აქსესუარების ბრენდი “Hippie”.

როგორც ახალბედა ბიზნესმენი განმარტავს, ბიზნესი დაიწყო ონლაინ მაღაზიით და პირველი გაყიდული ნივთით, რომელიც სულ რაღაც 12 ლარი ღირდა. ამას მოჰყვა ძველი ავტობუსის შეძენა, რომელიც თავისი სახსრებით მოხატეს, რის შემდეგაც ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდდნენ ყველგან, სადაც შესაძლებლობა ექნებოდათ, მაგრამ ამით მათი იდეის წარმატება არ დამთავრებულა. დღეს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რაზეც უკვე საკუთარი მაღაზიის გახსნაც მეტყველებს.

იდეის ავტორის თქმით, ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესში, შესაბამისად, მას აქამდე გამოცდილება არ ჰქონია ამ მიმართულებით. მისივე თქმით, რთული იყო მომხმარებლის ნდობის მოპოვება და საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, თუმცა მან შეძლო თავისი ბრენდი სრულიად მოერგო ახალგაზრდების გემოვნებისთვის და ეს ყველაფერი წარმატებულ ბიზნესად ექცია.

Subscribe to our news

Get the main news of the day