Home
Category
TV Live Menu

თბილისში ყველაზე გვიან ახალგაზრდები იღვიძებენ - ინფოგრაფიკა

582db393a2408
BM.GE
17.11.16 17:40
991
თბილისში მომრავლებული მანქანების გამო გაჩენილი საცობები ხშირად გვაიძულებენ, რომ სამსახურში წასასვლელად უფრო ადრე გამოვიდეთ სახლიდან იმისათვის რომ არ დავაგვიანოთ. ადრე გამოსვლისათვის კი ადრე გაღვიძებაა საჭირო.

ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობა სამუშაო დღეებში საშუალოდ 8:00 საათზე იღვიძებენ. თუმცა მონაცემების ასაკის ჭრილში გაანალიზების დროს ასაკის ჯგუფებს შორის განსვავებული ქცევა აღინიშნა: რაც უფრო დიდ ასაკში არიან თბილისელები, მით უფრო ადრე იღვიძებენ. (სურათზე მოცემულია გაღვიძების დრო ასაკის მიხედვით)

კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ თბილისში, საშუალოდ 9:50-ზე იწყებენ მუშაობას. იქ მისასვლელად კი საშუალოდ 30 წუთი სჭირდებათ, თუმცა ის ვინც ავტომობილით გადაადგილდება ქალაქში მას 25 სჭირდება, ხოლო ის ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით – 6 წუთით მეტი (31 წუთი).

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.


Subscribe to our news

Get the main news of the day