Home
Category
TV Live Menu

"თბოელექტროსადგურები ტარიფის ზრდის მოთხოვნას ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებენ"

585a41365c653
დავით ჯალაღონია
21.12.16 12:43
1085
თბოელექტროსადგურები ტარიფის ზრდის მოთხოვნას ძირითადად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებენ, - ამის შესახებ შპს "ჯიფაუერის" ტექნიკურმა დირექტორმა ამირან ხანთაძემ ენერგეტიკისა და წყალომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ძირითადი ჩვენი ტარიფის გაზრდის მოთხოვნილება რამდენია მაგაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გაზრდაზე მოთხოვნა არის. ეს გამოწვეულია ძირითადად დოლარის კურსის ცვლილებით, რადგან ჩვენი გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების ძირითადი ნაწილი არის ბუნებრივი აირი. ჩვენ ბუნებრი აირს ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან - ""სოკარიდან", რომლის ფასიც დოლარებშია და შესაბამისად, კურსის ზრდა იწვევს თვითღირებულების ძალიან გაზრდას”, - განაცხადა ამირან ხანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ სემეკი დღევანდელ სხდომაზე "გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის”, ,შპს "ჯიფაუერისთვის”, შპს "მტკვარი ენერჯისთვის”, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის” გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day