Home
Category
TV Live Menu

თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა

585a7196b2691
დავით ჯალაღონია
21.12.16 16:11
1011
თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სემეკის გადაწყვეტილებით, "გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის" 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს - 9.056 თეთრი იქნება.

შპს "ჯიფაუერისთვის" 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ - 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.120 თეთრი.

შპს "მტკვარი ენერჯისთვის"  2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს - 12.194 თეთრი იქნება.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.234 თეთრი.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და 2017 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day