Home
Category
TV Live Menu

თებერვალში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.9 მლრდ ლარით შემცირდა

58d4e9eca8f78
BM.GE
24.03.17 13:41
861
2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლრდ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით შემცირდა და 29.3 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტით შემცირდა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day