“თეგეტა გრინ პლანეტმა” მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ პრეზენტაცია გამართა
BM.GE
13.07.23 09:25
• 81
გუშინ "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა გრინ პლანეტის" ორგანიზებით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ ღონისძიება გაიმართა. "თეგეტა გრინ პლანეტის" დირექტორმა შალვა ახვლედიანმა სტუმრებს კომპანიის საქმიანობა გააცნო და ნარჩენების სწორად მართვის პროცესში პარტნიორების ჩართულობაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობასა და არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა. აღსანიშნავია,რომ თეგეტა გრინ პლანეტი კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ, რის შემდეგაც კომპანია სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამამუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას უზრუნველყოფს.